მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამბროლაურში, ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენია ჩართული

5e65ee868940a
ინგა მურუსიძე
09.03.20 11:27
980
ამბროლაურში, სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენია ჩართული.

როგორც bm.ge-iს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსხაურიდან აცნობეს, რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ცეცხლს ვერტმფრენებთან ერთად 150-ამდე მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური სპეც ტექნიკის საშუალებით აქრობს.

„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე ხელმძღვანელიბს. ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.