მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ამერიკიდან უკრაინაში გადასატვირთი 7 000 ავტომობილი ომის გამო ოკეანეშია გაჩერებული"

62246deb3a093
ლიკა გურაბანიძე
07.03.22 09:40
969
ავტომობილების იმპორტიორი კომპანია “კავკასუს ავტო იმპორტი" უკრაინის ბაზარზეც მუშაობს. კომპანია დაკავებულია უკრაინაში ავტომობილების როგორც პირდაპირი იმპორტით, ასევე საქართველოდან რეექსპორტით. ავტომობილების იმპორტს ამერიკიდან ახორციელებენ.

კომპანიის გაყიდვების დირექტორი  ალექსანდრე ვეკუა bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველოდან მთლიანი რეექსპორტის 15-20% უკრაინის ბაზარს ეკავა ხოლო, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ეს მონაცემი ნულს გაუტოლდა. ის განმარტავს, რომ უკრაინის ბაზრიდან მიღებული დანაკარგების გადაზღვევას სხვა ბაზრებით ცდილობენ.

“უკრაინა საქართველოში ავტომობილების რეექსპორტის წილში მეორე ადგილზეა, პირველზე აზერბაიჯანია, ხოლო მესამეზე ყაზახეთი. უკრაინის გარდა, დანარჩენ ქვეყნებში ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა არ შეჩერებულა, პრაქტიკულად იგივენაირად გრძელდება, როგორც რუსეთ–უკრაინის კრიზისამდე. უკრაინის ბაზრის დანაკარგი რათქმაუნდა გვექნება, თუმცა კონკრეტულ რიცხვებს ჯერ ვერ დავითვლით,” - განმარტა ვეკუამ.

რაც შეეხება ავტომობილების ამერიკიდან უკრაინაში იმპორტს – ომის გამო, უკრაინაში გადასაზიდი ავტომობილები ახლა შავ ზღვაში მიმდინარე მოვლენების გამო გაჩერებულია.

“ამერიკიდან უკრაინაში გადასატვირთი 7 000 ავტომობილი დასავლეთის და ამერიკის მხრიდან რუსეთზე დაწესებული სანქციების შედეგად ამჟამად გაჩერებულია, ზოგიერთი ატლანტის ოკეანეშია. თუმცა, ჩვენ მულტიმოდალური გზებით, ამ ტვირთებს სხვა ტრანზიტულ პორტში დავასაწყობებთ და ის უკრაინაში სიტუაციის განმუხტვის შემდეგ ჩავა", - აღნიშნა ალექსანდრე ვეკუამ.

საქართველოსთვის უკრაინა ექსპორტ-იმპორტის ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის ოფიციალური მონაცემით, საქართველოდან უკრაინაში საექსპორტო ხუთეულში სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად მსუბუქი ავტომობილებიც ($88 061 990) მოხვდა.