მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული Forbes-ის შეძენით ინვესტორების ჯგუფი დაინტერესდა - Reuters

6094e309a4169
ნათია თაქთაქიშვილი
07.05.21 12:07
484
ამერიკული Forbes-ის შეძენით დაინტერესდა ინვესტორთა ჯგუფი, რომელსაც აშშ-ის სავაჭრო ბანკის GSV-ის გენერალური დირექტორი მაიკლ მო ხელმძღვანელობს. ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ინვესტორთა ჯგუფი მზად არის, Forbes Media LLC-ის შესაძენად, დაახლოებით, 650 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით GSV-ს კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო Forbes-ში აცხადებენ, რომ უძველესი გამომცემლის მიმართ ინტერესი ინვესტორების მხრიდან მუდამ არის.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ამერიკული "ფორბსი" Integrated Whale Media-მ 475 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. აღნიშნული გარიგების შედეგად, Integrated Whale Media "ფორბსის" 95%-იანი წილის მფლობელი გახდა, ხოლო დანარჩენი ფორბსების ოჯახის საკუთრებაშია.