მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე აჭარაში მყოფებს მიმართავს

5f61f024b7359
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.20 15:00
1084
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე აჭარაში მყოფებს მიმართავს და მაქსიმალური სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს.

„ვისაც 37 აქვს უკვე ტემპერატურა, უნდა გაიკეთონ შესაბამისი გამოკვლევა, რადგან დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მართვა საუკეთესო გამოსავალს იძლევა. ტემპერატურის მიზეზი, შეიძლება, სხვა ბევრი დაავადება იყოს და ამიტომაც საჭიროა დიფერენცირება.

ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურის მატება აღენიშნება, გაიკეთოს PCR-ტესტი. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარაში ყველა კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებაში იწარმოებს მკაცრი თერმოსკრინინგი.  ასევე, იწყება თერმოსკრინინგი აჭარიდან გასულ ყველა ადამიანზე. მე რომ გავალ ბათუმიდან, აუცილებლად უნდა გამისინჯონ ტემპერატურა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა COVID-19-ის გამოვლების სხვა სიმპტომებიც დაასახელა:
„მარტო ტემპერატურა არ გახლავთ სიმპტომი, ამიტომ, გთხოვთ მოსახლეობას და მოგიწოდებთ, მთავარი სიმპტომები ამ დაავადების არის - ტემპერატურის მატება, ხველა - უპირატესად მშრალი, სუნთქვის გაძნელება, ბავშვებში შეიძლება იყოს დიარეული სინდრომის გამოვლენა - რა დროსაც აუცილებლია 112-ზე დარეკვა და ექიმთან კონსულტაცია“.

ცნობისთვის: პრემიერის დავალებით, ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონში იმყოფებიან.