02.დეკემბერი .2020 13:25

ამირან გამყრელიძე: არ მეგონა, ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას თუ გაუძლებდა

ამირან გამყრელიძე: არ მეგონა, ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას თუ გაუძლებდა
views 296
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს არ ეგონა, რომ ჯანდაცვის სისტემა ინფიცირების ასეთ მაღალ მაჩვენებელს გაუძლებდა. ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ  საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და დასძინა, რომ "ამქვეყნად იდეალური  არავინ და არაფერია და საქართველოს ჯანდაცვის სისტემასაც აქვს თავისი ხარვეზები".

„იდეალური არავინაა და არც ჩვენი ქვეყანაა იდეალური, არც ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ დამერწმუნეთ, მე, რომელსაც ჯანდაცვის სექტორში საკმაოდ დიდი მუშაობის სტაჟი მაქვს, შემიძლია, შედარებითი ანალიზი გავაკეთო.

არ მეგონა, რომ ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა. კი - ხარვეზები არის, გაგვაკრიტიკეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ სისტემა უძლებს ამას. დიდი მადლობა ეკუთვნით ჩვენს გმირ ექიმებს... ხაზს ვუსვამ, რომ სისტემა შედარებითია - სისტემა უკეთაა მზად, მაგრამ იდეალურად არ ვართ. იცით, რომ ყველაზე უფრო მწყობრ სკანდინავიურ, ბრიტანულ, ფრანგულ ჯანდაცვის სისტემებსაც გაუჭირდათ. ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეჟიმშია ყველაფრის განახლება და დამატებითი შესყიდვები მიმდინარეობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა