დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამრან გამყრელძე ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან დაპირისპირებას და ასევე, მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ერთადერთ სუბიექტთან აქვს დაპირისპირება და ის კორონავირუსია.
„დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, რომელიც იწვევს დაავადება covid-19-ს. აი, ეს დაპირისპირება არსებობს, რომელსაც უკვე ვებრძვი 1 წელიწადი და 1 თვეა. ხან მე ვჯობნი მას - სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვჯაბნიდი, მერე მან დამჯაბნა მე - სექტემბრის მეორე ნახვერიდან; შემდეგ დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დიწყო ჩემი უპირატესობა და დღეს, ჯერჯერობით, ვჯაბნი... ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპრისპირება ქალბატონ ეკასთან (ტიკარაძე) არ მაქვს. ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, დისკუსია, მსჯელობა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.