მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: გპირდებით, ვაქცინაციისთვის ძალისმიერ მეთოდებს არ გამოვიყენებთ

6050c57f4ef68
BM.GE
16.03.21 18:47
1234
"გპირდებით, ვაქცინაციისთვის ძალისმიერი მეთოდები არ იქნება გამოყენებული“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვას.

კერძოდ, ონლაინ-პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა NCDC-ის ხელმძღვანელს ჰკითხა - რა გეგმით გაგრძელდება იმუნიზაცია, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი ნებაყოფლობით არ აიცრება.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მთავარია, ვაქცინაციის სიკეთეებზე მოსახლეობის დარწმუნება შეძლონ, რათა უდიდესი ნაწილი აიცრას. 

შეგახსენებთ: საქართველოში ვაქცინაცია გუშინ დაიწყო. პირველ რიგში, მედიკოსები აიცრებიან. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.