მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მიმართავს

5f841077bf962
ინგა მურუსიძე
12.10.20 12:37
1208
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო შეხვედრების ღია სივრცეებში გამართვისკენ მოუწოდებს. "აუცილებლად გამოიყენეთ პირბადეები", - განაცხადა გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. 

ამასთან, NCDC-ის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თავი აარიდონ დიდი თავშეყრის ადგილებს. 

„ახლა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებსაც, იყოს უფრო ხშირი შეხვედრები გარე სივრცეებში და იქაც გამოვიყენოთ პირბადე, როგორც პოლიტიკოსებმა, ისე თავად მოქალაქეებმა, რომლებიც შეხვედრაზე მიდიან; ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია უნდა მოვახდინოთ “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.