მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ან ღია ომი, ან მცოცავი რუსული ოკუპაცია“ - ზელენსკი საქართველოს შესახებ

64789a8aecee8
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.23 17:19
1011
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეშინია და ამიტომ მხოლოდ იმ ქვეყნების ათვისებას გეგმავს, რომლებიც საერთო უსაფრთხოების სივრცის მიღმა არიან. ამის შესახებ მან მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა გამოსვლისას საქართველო ბელარუსთან ერთად ახსენა და აღნიშნა, რომ ისინი რუსეთისკენ მიდიან, თუმცა სხვადასხვაგვარად.

„ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და არ სურს, რომ რუსეთმა დაშალოს, ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი უნდა იყოს. ამას მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს ან ღია ომი, ან მცოცავი რუსული ოკუპაცია.

ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში... ვხედავთ, რაც ხდება საქართველოში. ვხედავთ, როგორ მიდიან ეს ერები, თუმცა განსხვავებული გზით, ერთსა და იმავე უკანონობის მდგომარეობაში. მაგრამ რას ხედავენ ისინი? თუკი ჩვენ, უკრაინელებს, რომლებიც სისხლით ვამტკიცებთ ჩვენს ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ღირებულებებისადმი და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ მკაფიო დადებითი პასუხი ჯერ არ მოგვისმენია, სხვების იმედები სრულიად მოუხელთებელი ხდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას მიმდინარე წელს NATO-სგან და ევროკავშირისგან მიწვევა და NATO-სკენ ინტეგრაციის გზაზე უსაფრთხოების გარანტიები ესაჭიროება.