ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ინტერესების გამოხატვა რამდენიმე თვეში გამოცხადდება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სატენდერო პირობების გამოცხადება დაიწყება და საზოგადოება გამჭვირვალედ იხილავს, თუ როგორ განვითარდება პროექტის ირგვლივ მოვლენები.
ჟურნალისტის კითხვაზე, როდის შევა პირველი გემი ანაკლიის პორტში, მაია ცქიტიშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის "არარეალური თარიღების დასახელებისგან" თავს შეიკავებს.
"ჩვენ დღემდე არ გვქონია მოლაპარაკება არანაირ ინვესტორთან, გარდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა, პროექტთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობდით მხოლოდ კონსორციუმთან. სხვა, ალტერნატიური ინვესტორის მოძიება არ დაგვიწყია. მხოლოდ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დავიწყებთ ახალი პარტნიორის მოძიების პროცესს. ამას დასჭირდება გარკვეული დრო, უნდა მოხდეს ხელახალი მომზადება საინვესტიციო პაკეტის, ალბათ რამდენიმე თვეზე იქნება საუბარი და ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას.
რაც შეეხება პარტნიორს, ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო დასავლური და ამერიკელი ინვესტორის ყოლა. ჩვენთვის პირველ რიგში, სასურველი იქნებოდა ამერიკელი, ან დასავლელი ინვესტორი ამ პროექტში. ჩვენთვის ვერ იქნება მიღებული ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს აქვს არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ უსაფრთხოების დანიშნულება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა