მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის კონსორციუმი: თუ მთავრობა წამოგვყვება, 6 თვის თავზე მშენებლობას დავიწყებთ

5db98be6e8df3
ლიკა გურაბანიძე
30.10.19 17:08
1147
„თუ იმ სამ საკითხზე, რომელიც ჩემ მიერ დღეს წარმოდგენილი იყო, მთავრობა წამოგვყვება, მოდელირება არის შემდეგი - პროექტს კიდევ 6 თვე დასჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერი ჩაიხუროს და ყველა მოლაპარაკება იყოს დახურული; ამ 6 თვის თავზე კი, იყოს ბარი დარტყმული და მშენებლობა დაწყებული", - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა პარლამენტში საჯარო ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციალზე, არსებულ ვითარებასა და გამოსავლის გზებზე პრეზენტაცია გამართა.

ახვლედიანის განმარტებითვე, თუ სამი საკითხი გადაიჭრება, საიდანაც ერთ-ერთი ბანკების მხრიდან ტვირთბრუნვის რისკებთან დაკავშირებით დაყენებულ მოთხოვნას ეხება, პროექტს კონსორციუმი ბოლომე მიიყვანს.

„თუ ეს სამი საკითხი გადაიჭრება. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტს ბოლომდე ჩვენი ძალებით მივიყვანთ", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.