18.ოქტომბერი .2021 13:00

ანაკლიის პორტის პროექტში მთავრობის მონაწილეობა შეიძლება უფრო მეტად წონადი იყოს - თურნავა

ანაკლიის პორტის პროექტში მთავრობის მონაწილეობა შეიძლება უფრო მეტად წონადი იყოს - თურნავა
views 359
უკან

ჩვენ გვაქვს სურვილი ინვესტორების შერჩევა მომავალ წელს გამოცხადდეს - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთვარობის სხდომის შემდეგ BM.GE-ის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ინვესტორებისთვის შეთავაზების განახლების ვადებსა და შინაარსს შეეხებოდა.

ეკონომიკის მინისტრი თვლის, რომ ძველი ინვესტორის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულმა საარბიტრაჟო დავამ პრეოექტის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ განახლებული პროექტი მზად არის და ამის მიხედვით სახელმწიფოს თანამონაწილეობა ამ მნიშნელოვანი პორტის მშენებლობაში უფრო მეტი იქნება.

„რამდენიმე თვის წინ მოვიწვიეთ საერთაშორისო კონსულტანტები - კომპანია MTBS, რომელიც საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში სხვადასხვა სანდო კვლევებითაა ცნობილია. მათ ჩვენთვის ამ პროექტის და საინვესტიციო შეთავაზების განახლება გარკვეულწილად განახლებული სტრუქტურით გააკეთეს, სადაც მთავრობის მონაწილეობა შეიძლება უფრო მეტად წონადი იყოს და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ეს პროექტი.

ვფიქრობთ, მომავალში ვეკონტაქტოთ ინვესტორებს. პროექტი კომპლექსურია და გეთანხმებით, რომ მიმდინარე საარბიტრაჟო დავამ, რომელიც წინა ინვესტორის მხრიდან არის გაჩაღებული, გარკვეული დარტყმა ამ პროექტს მიაყენა; თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამდენი წელი ვერ განხორციელდა და დღეს უნდა გვქონოდა ოპერირებადი პორტი, ამის მაგივრად კვლავ პროექტი გვაქვს. თუმცა მეორე მხრივ ამაში დადებითსაც ვხედავ, რადგან უფრო სანდო ინვესტორების მოძებნა იქნება შესაძლებელია.

გვაქვს სურვილი ინვესტორების შერჩევა მომავალ წელს გამოცხადდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, ანაკლიის პორტის პროექტში ევროპელი ან ამერიკელი ინვესტორები მონაწილეობდნენ", თუმცა შევხედავთ“, - განაცხადა თურნავამ.

Bm.ge-ის დამატებით კითხვას - რა იგულსხმება “სახელმწიფოს უფრო მეტად წონად მონაწილეობაში” და რამდენად რეალურია, მთავრობა ინვესტორს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან სესხების მოზიდვისას გარანტორად დაუდგეს, ნათია თურნავამ შემდეგი პასუხი გასცა:

„სახელმწიფო ისედაც ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი. გარანტორი სახელმწიფო ამ პროექტში არ უნდა იყოს, რადგან ის საკმაოდ მიმზიდველია. კონკრეტულად რა სტრუქტურით იქნება ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ სახელმწიფო კვლავ წარმომადგენლობითად იქნება პროექტში და ჩვენ მის პერსპექტივას ვხედავთ, განსაკუთრებით როდესაც პოსტ-კოვიდ ვითარებაში თანდათან ხდება გამოცოცხლება და მიუხედავად კოვიდისა, ტვირთების ტრანზიტი საქართველოზე გავლით არათუ შემცირდა, არამედ მთელი რიგი მიმართულებით გაიზარდა. ეს კვლავ ძალიან მიმზიდველი სფეროა“, - განმარტა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა