მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანალენა ბერბოკი სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ჩავიდა

641dd84ca90fb
BM.GE
24.03.23 21:00
552
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. 

"ანალენა ბერბოკი დატვირთული პროგრამის ფარგლებში დღეს ასევე სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ჩავიდა, სადაც მინისტრს არსებული ვითარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებმა გააცნეს. ამ მისიაში გერმანიას ყველაზე მეტი თანამშრომელი ჰყავს წარგზავნილი. ქალბატონ ბერბოკს საშუალება ჰქონდა ადგილზე თავად გაცნობოდა უსაფრთხოების მდგომარეობას.

მინისტრს განსაკუთრებით აინტერესებდა კონფლიქტის უშუალო გავლენა იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრებაზე, რის შესახებაც ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. გერმანია დევნილებს მრავალი პროექტის მეშვეობით უწევს დახმარებას. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერა წარმოადგენს გერმანულ-ქართული ურთიერთობების ქვაკუთხედს", - ნათქვამია ინფორმაციაში.