მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ მთავრობა ვერ გახდება EU-ს წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და პირიქით - ბერბოკი

641d69582c2bc
მარიამ ვარადაშვილი
24.03.23 13:16
755
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოხარულები არიან, რომ საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. ბერბოკმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ამ რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია.

"ჩვენი გამოცდილება არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით შეიძლება იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი და ამაში დაგვარწმუნა არა მხოლოდ გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წლებმაც.  საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში. მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ერთობლივად და სწორედ ამიტომ გვინდა ამ საკითხში ჩვენი წვლილი შევიტანოთ”,-განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა",-განაცხადა მან. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრამდე, ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები