მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნიკორა”: პანდემიურმა გამოცდილებამ ვაჭრობის სექტორი მეტად მდგრადი გახადა

62624593b59dc
სალომე ჭიპაშვილი
23.04.22 19:00
1639
„ახალი რეალობა გამოწვევა იყო, თუმცა ჩვენმა სექტორმა ამ შოკების მიმართ მდგრადობა გამოავლინა,“- ასე შეაფასა რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა სექტორზე „ნიკორა სუპერმარკეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ.

მისი თქმით, ლოგისტიკური ჯაჭვების ცვლილებამ გარკვეული სირთულეები შექმნა, თუმცა მათი პარტნიორები სხვა მარშუტებზე უკვე გადალაგდნენ.

"ეს პროცესი დასრულებულად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ნელ-ნელა ლაგდება“, - განაცხადა თემურ ალექსანდრიამ “საქმიან დილაში”.

მისივე თქმით, ორ პანდემიურ წელიწადში დაგროვილმა გამოცდილებამ მეტად მოქნილი და მდგრადი გახადა საცალო ვაჭრობის სექტორი.

ინფორმაციისთვის, „თიბისი კაპიტალის“ სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებული მიმოხილვის თანახმად, პანდემიურ პერიოდში, 2020 წელს სექტორი რეკორდული 26 პროცენტით გაიზარდა, 2021 წელს კი 22 პროცენტიანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილის 17,9 პროცენტი „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელს უკავია.