მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ბელარუსში ატომური იარაღი განათავსა - პუტინი

648d7a7adde20
გიორგი არონია
17.06.23 13:24
701

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ქვეყნის ჯარმა ბელარუსში ტაქტიკური ატომური იარაღი განათავსა, - ამის შესახებ მან სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. მისივე თქმით, ეს ტაქტიკური ატომური იარაღის პირველი პარტიაა, რომელსაც, ზაფხულის ბოლომდე, დამატებითი არსენალი შეემატება. შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ატომური იარაღის განთავსების შესახებ ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა.

ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომლის თქმით, ბელარუსში ატომური იარაღის განთავსების ფაქტი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქვეყანამ საკუთარი თავდაცვითი სტრატეგია შეცვალოს. “ვერ ვხედავთ ნიშნებს იმისა, რომ რუსეთი ატომური იარაღების გამოყენებისთვის ემზადება”, - განაცხადა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენის განცხადების პათოსი შემთხვევითი არ არის, რადგან ატომური იარაღის არგამოყენების შესახებ თავად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ეს იარაღი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად შეიქმნა.

ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანა საერთაშორისო შეთანხმებებსაც იცავს, რადგან ტაქტიკური ატომური იარაღის კონტროლის სადავეები სწორედ რუსეთს აქვს და არა ბელარუსს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბელარუსის ჯარს ტაქტიკური იარაღის შენახვა და გამოყენება ასწავლა.

ენტონი ბლინკენმა გაიხსენა ისიც, რომ თავის დროზე, უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ატომური იარაღის არსებობის საფრთხეს ასახელებდა, რაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით ირონიულია, რადგან ბელარუსმა, ისევე, როგორც უკრაინამ და ყაზახეთმა საკუთარი ატომური არსენალი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საკუთარი ნებით დათმეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები