მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APEC-ის ანალიტიკოსები: რუსეთში სოციალური პროტესტი გაიზრდება

5db8119f54ad4
მიხეილ ხაჩიძე
30.10.19 00:10
1367

საქართველოს ოკუპანტ რუსეთში, შესაძლოა, სოციალური პროტესტი გაიზარდოს -  ამ დასკვნამდე რუსეთის პოლიტიკისა და ეკონომიკური სააგენტოს (APEC) ანალიტიკოსები მივიდნენ. როგორც რუსული გამოცემა "ვედომოსტი" ექსპერტებზე დაყრდნობით იტყობინება, პოტენციური საპროტესტო გამოსვლების მთავარი მიზეზი გადაუჭრელი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, ასევე, საშუალო ფენის უფრო მეტად გაღატაკებაა.


რუსი ექსპერტები განარტავენ, რომ პროტესტის ტენდენცია ქვეყანაში უკვე შეინიშნება - ადამიანები, რომლებიც სრულიად აპოლიტიკურები არიან, მძიმე ფონის გამო, პოლიტიზირებულები ხდებიან. ანალიტიკოსების მიერ გამოკითხულ მოსკოველთა მესამედი საპროტესტო აქციებს მხარს უჭერს.

მოხსენებაში, რომელიც სპეციალისტებმა შეადგინეს, ასევე ნათქვამია, რომ 2019 წლის პირველ ნახევარში რუსეთში, რამდენიმე ასეული საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნა და მესიჯი ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის მიმართ ზოგადი უკმაყოფილების გამოხატვა იყო. მოხსენების ავტორები ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქციების ზრდა მომავალში გაგრძელდება და უფრო მასშტაბური გახდება.


რუსი პოლიტოლოგი გლებ კუზნეცოვი forbes-თან საუბარში აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციების რიცხვის ზრდა გლობალური ტენდენციაა. ”2019 წელი შეიძლება ჩაითვალოს პროტესტის წლად - საფრანგეთში "ყვითელ ჟილეტიანები", ლათინური ამერიკა, ჰონგ კონგი, ბარსელონა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ადგილების, სადაც მასობრივი გამოსვლებია. ქუჩის საპროტესტო მოქმედება გლობალური ტენდენციააა”, - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ აქციების მთავარი მიზეზი არის გადაუჭრელი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და საშუალო კლასის გაღარიბება.


კუზნეცოვი ხაზს უსვამს იმასაც, რომ რუსეთში პროტესტი უფრო სუსტია, ვიდრე - საზღვარგარეთ. "თუ ხალხი არ გამდიდრდება, პროტესტი გაიზრდება", - დასძენს პოლიტოლოგი.