მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში სოჭიდან გამოსული კრუიზის შემოსვლას აპროტესტებენ

64c6d6425f40a
თელარა გელანტია
31.07.23 01:27
429
ბათუმის ნავსადგურთან მოქალაქეები სოჭიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. აქცია ღამის 12:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება.

"ბათუმელების" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული პოლიცია აქციის მონაწილეებს სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ აძლევს ნავსადგურთან შეკრების საშუალებას, როგორც აცხადებენ, „უსაფრთხოების“ მიზნით.

აღსანიშნია, რომ დაანონსებულ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ გადაკეტა გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩები, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოღობეს ის ტერიტორია, სადაც 31 ივლისის დილას, დაახლოებით, 06:00 საათისკენ, რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემი, Astoria Grande უნდა შემოვიდეს.

საპროტესტო აქციაზე, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი დაააკავეს.

შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. მოქალაქეებმა საკრუიზო გემის ჩამოსვლა მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პორტი პროტესტის ფონზე დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები