მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-ი კალიფორნიის ''საბინაო კრიზისის'' მოგვარებაში ერთვება

5dc2cb4996abc
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 20:25
1138
Apple-ი კალიფორნიაში "საბინაო კრიზისის" წინააღმდეგ საბრძოლველად 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გამოჰყოფს. გადაწყვეტილების შესახებ ამერიკული კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. როგორც ირკვევა, Apple-ის სურვილია, დაეხმაროს სახლის მყიდველებს, უძრავი ქონების დაფინანსებაში, მიიღოს მონაწილეობა ახალი შენობების და დაბალბიუჯეტიანი სახლების აშენებაში.

Apple-ის პროგრამა მიზნად ისახავს იმ მოქალაქეების დახმარებას, რომლებსაც საშუალო ან დაბალი შემოსავალი აქვთ და კალიფორნიის მასშტაბით, მათ შორის, მაღალტექნოლოგიურ ზონა "სილიკონ ველში", სადაც Apple-ის ობიექტებია განლაგებული, სახლების ქირაობას ვერ ახერხებენ. პროექტთან დაკავშირებით ტექნოლოგიური გიგანტი კალიფორნიის გუბერნატორთან და მთავრობასთან თანამშრომლობას აპირებს.  



კალიფორნიაში საცხოვრებელი სახლების სერიოზული პრობლემაა. საბინაო კრიზისი არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ კომპანიებსაც აწუხებს. როგორც ცნობილია, აქ ბინების დეფიციტის გამო, მხოლოდ 1 კვადრატული მეტრის ფართის ქირაობა თვეში 600 დოლარი ჯდება.



აღსანიშნავია, რომ კალიფორნიაში, მათ შორის სან-ფრანცისკოსა და "სილიკონ ველში" დაბალბიუჯეტიანი ბინების აშენების პროექტში Microsoft-ი და Amazon-იც არიან ჩართული.