მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები გასცემენ მსოფლიოში ყველაზე დიდ დივიდენდებს?

64624cf16c5fe
შოთა ტყეშელაშვილი
16.05.23 00:00
1106
Bloomberg-ის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე დიდ დივიდენდს, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco გასცემს. 2022 წლის განმავლობაში კომპანიამ 161.1 მილიარდი დოლარის მოგება გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 50 მილიარდი დოლარით მეტი იყო. მოსალოდნელია, რომ კომპანია მიღებული მოგების ნახევარს მაინც დივიდენდად გასცემს. Bloomberg-ის თანახმად, ეს თანხა მინიმუმ 80.1 მილიარდი დოლარი იქნება.

დივიდენდის მხრივ მეორე ადგილზე სავარაუდოდ Microsoft-ი იქნება, რომელიც 20.5 მილიარდის წმინდა მოგებას გასცემს ინვესტორებზე; მესამე პოზიციას კი Apple-ი დაიკავებს 15 მილიარდი დოლარის დივიდენდით.

მთლიანობაში Saudi Aramco-ს მიერ გასაცემი დივიდენდი პირველი ხუთი კომპანიის დივიდენდს აჭარბებს.

უმსხვილესი დივიდენდები, რომლებსაც ინვესტორები 2023 წელს მიიღებენ
● Saudi Aramco - 80.1 მილიარდი დოლარი;
● Microsoft - 20.5 მილიარდი დოლარი;
● Apple - 15 მილიარდი დოლარი;
● Exxon Mobil - 14.9 მილიარდი დოლარი;
● HSBC - 14.8 მილიარდი დოლარი;
● China Construction Bank - 13.5 მილიარდი დოლარი;
● Petrobras - 12.4 მილიარდი დოლარი;
● Hapang-Lloyd - 12.2 მილიარდი დოლარი;
● JPMorgan - 11.9 მილიარდი დოლარი.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები