მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში Ryanair-ს მგზავრები 99.6%-ით შეუმცირდა, ხოლო Wizz Air-ს - 97.6%-ით

5eb13482534a9
ნათია თაქთაქიშვილი
05.05.20 14:15
990
ევროპის ორი ყველაზე ცნობილი ბიუჯეტური ავიაკომპანია მგზავრთანაკადის შემცირებაზე აცხადებენ. ავიაკომპანია Ryanair-ის განცხადებით, მგზავრთა რაოდენობა 99.6%-ით არის შემცირებული, ხოლო Wizz Air-ის - 97.6%-ით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, Ryanair-მა 40,000 მგზავრის გადაყვანა მოახდინა აპრილში ნაცვლად 13.5 მილიონისა, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირდა. კომპანია აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული მიმდინარე აკრძალვებიდან გამომდინარე, Ryanair-ი მგზავრთა მინიმალურ რაოდენობას ელოდება მაისსა და ივნისშიც.

Wizz Air-ი აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიამ აპრილის თვეში 78,389 მგზავრის გადაყვანა მოახერხა, შარშან ეს მაჩვენებელი 3.3 მილიონი იყო. ავიაკომპანია იმედოვნებს, რომ ეს რიცხვები გაუმჯობესდება, რადგან 1 მაისიდან ფრენები განახლდება ლონდონის ლუტონის და ვენის აეროპორტებიდან.