მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი რეკორდული წლიური მოგების მიღებას პროგნოზირებს

Ryanair

Ryanair-ი რეკორდული წლიური მოგების მიღებას პროგნოზირებს, პარალელურად კი პირველად, ინვესტორებისთვის რეგულარული დივიდენდის გადახდასაც გეგმავს. კომპანიის მოლოდინით, ზაფხულში 24%-ით გაზრდილი ტარიფები, შეზღუდული დატვირთვის გამო, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Ryanair-ის პროგნოზით, მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე მოგება იქნება €1.85 მილიარდიდან €2.05 მილიარდამდე იქნება, რაც გააუმჯობესებს კომპანიის წინა რეკორდს – 2018 წელს დაფიქსირებულ €1.45 მილიარდის მოგებას.

2023 წლის ივლის-სექტემბერში, კომპანიამ 2019 წელთან შედარებით, 25%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა. Eurocontrol-ის მონაცემებით, რომელიც ევროპის საჰაერო სივრცეს მართავს, მთლიანობაში ევროპაში დატვირთვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ითაა შემცირებული.

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ ო’ლირის განცხადებით, Pratt & Whitney-ის ძრავებთან დაკავშირებული პრობლემები, მომავალ ზაფხულს, სავარაუდოდ, შეზღუდავს იმ კონკურენტების დატვირთვას, რომლებიც Airbus-ის თვითმფრინავებს იყენებენ.

რაც შეეხება პირველ დივიდენდს, მისი გადახდა, 400 მილიონი ევროს ოდენობით, მომდევნო წლისთვის იგეგმება. შემდგომ წლებში კი ავიაკომპანია წმინდა მოგების დაახლოებით 25%-ს რეგულარული დივიდენდის სახით დააბრუნებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები