30.ივნისი .2022 18:17

„არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზების გამო იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ“

„არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზების გამო იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ“
views 882
უკან

„იმის ფუფუნება არ გვაქვს, პოლიტიკური მიზეზების გამო იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამ პერიოდისთვის ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტს არ ახორციელებს, რადგან დღეს ენერგიის ადგილობრივი ქვეყანაში არსებულ მოთხოვნას სრულად პასუხობს და უფრო მეტიც ელექტროენერგიის ექსპორტსაც ახორციელებს. თუმცა სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ გარკვეული თვეების განმავლობაში დენის იმპორტი სხვადასხვა ბაზრებიდან ფასის მიხედვით ხორციელდება.

„ზოგადად იმპორტს რაც შეეხება, ბოლო წლებში ჩვენ იმპორტი ძირითადად სამი ქვეყნიდან: რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან გვაქვს. არჩევანი კი შედარებით იაფ ენერგიაზე კეთდება, რათა ტარიფზე ზეწოლა დიდი არ იყოს.

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში ელექტროენერგიას რუსეთიდან ვიღებთ, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, ის უფრო იაფია. ტარიფის სტრუქტურიდან, მსყიდველუნარიანობიდან და ტარიფის ზრდის სენსიტიურობიდან გამომდინარე, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, მაგრამ თუ რაღაც მიზნით მისი შეზღუდვა მოხდება, ან ემბარგო დაწესდება ან სხვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ დაემუქრება, რადგან ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროები ნამდვილად არსებობს“, - განმარტა სემეკის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა