მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მგონია, დღეს იყოს გადაწყვეტილება... ეს პოლიტიზირებული დევნის კლასიკური მაგალითია“

61dd3188cddbc
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.22 11:36
551
„არ მგონია, დღეს იყოს გადაწყვეტილება“ - განუცხადა ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და პოლიტიკური პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს ჩანიშნული სასამართლო სხდომაზე შესვლისას.

მისივე თქმით, დღეს ბოლო სხდომაა და ისინი ელოდებიან მოსამართლე რას იტყვის, რის შემდეგად მას სათათბიროდ დრო დასჭირდება. როდის გააჟღერებს მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს თუ რამდენიმე დღეში, ეს მათთვის უცნობია.

„ეს პოლიტიზირებული დევნის კლასიკური მაგალითია. ეს სამი წელიწადია გრძელდება, მაგრამ ამ წლებმა ჩვენ უფრო გაგვაძლიერა იმ რწმენაში, რომ არსებული რეალობა უნდა შევცვალოთ და არაფერი არ უნდა დავიშუროთ. ეს სამწლიანი დევნის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა და შედეგია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მათ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.