მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა“ - პრეზიდენტი

64706b5e166de
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.23 12:23
416
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ შეიძლება ხელისუფლებამ ოკუპაციის კანონი და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების არ გაითვალისწინონ, რადგან ამან შესაძლოა ქვეყნის შიგნით პროტესტი და პარტნიორებთან უთანხმოება გამოიწვიოს. ამის შესახებ მან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

მისი შეფასებით, ქართველი ხალხი გაუგებარი და შეურაცხყოფილია იმით, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში, ოკუპანტი რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური წრის წარმომადგენლები შემოდიან და ხელისუფლება ესკალაციის საფრთხეს ვერ ხედავს. 

„ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როდესაც ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს, გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, მუდმივად სტაბილურობას უნდა იცავდეს, სწორედ ამიტომ ხელისუფლებას ევალება არ დაუშვას ისეთი სიტუაციების წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია; ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა;

ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა, უნდა იცოდე ვინ შემოდის და გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ, მაშინ როდესაც მუდმივად აპელირებენ მშვიდობასა და სიფრთხილეზე, ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე? გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს. არ შეიძლება ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები