მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების მეორე ტური 11.7 მილიონი ლარი ჯდება

616fc062d0b7f
შოთა ტყეშელაშვილი
20.10.21 11:09
856
ცესკომ 30 ოქტომბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, არჩევნების ჩატარების ორგანიზება 11.65 მილიონი ლარი ჯდება. 

უფრო დეტალურად ბიუჯეტი ასე ნაწილდება:

სულ ხარჯები - 11,653,000 ლარი;
მათ შორის შრომის ანაზღაურება - 7,135,000 ლარი;
მათ შორის საქონელი და მომსახურება - 3,017,000 ლარი;
სხვა ხარჯები - 1,501,000 ლარი.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთასსა და ბათუმში - კანდიდატები;

მეორე ტური ასევე გაიმართება 15 თვითმმართველ თემში - კანდიდატები;

მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში - კანდიდატები.