მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: ლარი უფრო შესუსტებულია, ვიდრე ამას ეკონომიკური ფუნდამენტები განაპირობებს

5d8dbfeec5e7d
ლიკა გურაბანიძე
27.09.19 12:00
1992
"დღევანდელი ინტერვენცია რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს, დრო გვაჩვენებს, თუმცა მისასალმებელია და რაღაც დონეზე ალბათ ეფექტური იქნება", - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ლარი უფრო შესუსტებულია, ვიდრე ამას ეკონომიკური ფუნდამენტები განაპირობებს.

"ლარი უფრო შესუსტებულია, ვიდრე ამას ეკონომიკური ფუნდამენტები განაპირობებს. აქედან გამომდინარე, განწყობები და ნდობა ლარზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. შესაბამისად, ამ ნდობას და განწყობებს გაუმჯობესება უნდა და ამ კუთხით ინტერვენცია შესაძლოა, დროულიც კი იყოს", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა.  

ცნობისთვის: გუშინ ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად კი, ეროვნული ბანკი დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.  

ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სებ–ი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

სებ–ის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.98 ლარი ღირს.