მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე თანამშრომლებს: „ძალიან მაგარი წელი გველოდება“

5fd4c40329083
თამთა ჯიჯავაძე
12.12.20 20:00
7883
„ძალიან მაგარი წელი გველოდება წინ. ბევრი სიახლეა ერთად შემუშავებული“, - ასე მიმართა საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა Forbes Talks-დან თანამშრომლებს.

მისი თქმით, 2021 წელი იქნება წინსვლის წელი.

„სიახლეებს რომ დავნერგავთ, ვფიქრობ, კიდევ უკეთესად შევძლებთ, რომ ერთ მხრივ ჩვენს მომხმარებლებს მოვემსახუროთ უკეთ, მეორე მხრივ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ვისწავლოთ ერთმანეთისგან.

ჯამში ვფიქრობ, რომ 2021 წელი იქნება ძალიან შემოქმედებითი და წინსვლის წელი. კოვიდიც დროის თემაა, აქამდე თუ იყო გაურკვევლობა, ახლა გასაგებია, რომ ეს აუცილებლად 2021 წელს დასრულდება. უბრალოდ ახლა ისმის კითხვა, ეს ჩვენთვის დასრულდება მეორე კვარტალში, თუ მესამე კვარტალში.

მე რაც მიხარია, ისაა, რომ ჩვენ ვიგრძენით ერთად რამდენად ძლიერები ვართ, და რამდენად მაგრად შეგვიძლია წინ ვიაროთ მიუხედავად ისეთი ძლიერი გამოწვევებისა, როგორიცაა კოვიდი“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.