მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ თალაკვაძე: 2016 წელთან შედარებით ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა გაზრდილია

5f9d1748d474b
ელენე გოგბერაშვილი
31.10.20 10:00
1668
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მმართველი პარტია მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მოქალაქეების მხრიდან „ქართული ოცნებას“ 55%-60%-იანი მხარდაჭერა ექნება.

თალაკვაძე ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნების შემდეგ მმართველ გუნდს გაცილებით მეტი მხადრაჭერა აქვს და ისაუბრა მმართველი პარტიის იმ მიღწევებზე, რის გამოც საზოგადოება ქვეყნის მომავალს კვლავ „ქართულ ოცნებას“ ანდობს.

"ყველა ავტორიტეტული კვლევით „ქართული ოცნების მხარდაჭერა 55-დან 60%-მდე იყო. შესაბამისად, ველით, რომ საზოგადოება ძალიან დამაჯერებლად დაგვიჭერს მხარს.  

წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ იდგა მოქალაქეების გვერდით და, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ, რომ დღეს ჩვენი თანამოქალაქეები დგანან ჩვენს გვერდით, სახელმწიფოს გვერდით და თავისი უკეთესი მომავლისკენ.

2012 წელს "ქართულ ოცნებას" ჰქონდა, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალი მხარდაჭერა, ვიდრე ეს არჩევნებში დაფიქსირდა, რადგან იყო არჩევნების გაყალბება, ზეწოლა მოქალაქეებზე და ჩვენ შევძელით გამარჯვება მოგვეპოვებინა და მშვიდობიანი ცვლილებების უზრუნველყოფა მომხდარიყო, შესაბამისად, ეს არ იყო ის არჩევნები, რომელიც უნდა შევადაროთ 2016 წლის ან 2020 წლის არჩევნებს.

2016 წელთან შედარებით ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა არის გაზრდილი. ყველა კვლევა ადასტურებს ამას. ეს არის განპირობებული იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს ჰყავს გაცილებით ძლიერი გუნდი და რაც მთავარია, ჩვენ მიერ განხორციელებული სამუშაო მოქალაქეების მხრიდან სათანადოდ ფასდება. ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეს არის ადამიანზე ზრუნვა, მის უფლებების დაცვა, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ეს არის ახალი ინფრასტრუქტურა და ეს არის წარმატებები საგარეო პოლიტიკის მიმართულებოთ.

რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს დღეს ყველაზე მეტად აინტერესებთ მომავალი და ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მომავლის, მშვიდობის პროგრესულ უზრუნველყოფას უკეთ მოახდენს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების მიზანია, დამაჯერებლად გაიმარჯვოს პირველ ტურში, თუმცა ამასთან, მეორე ტურის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

„ჩვენი მიზანია, გავიმარჯვოთ დამაჯერებლად პირველ ტურში ყველგან, თუმცა მეორე ტურიც არის დემოკრატიის ნაწილი. თუ გამონაკლის შემთხვევებში ჩვენ დაგვჭირდება მეორე ტური, რა თქმა უნდა, მეორე ტურშიც სამართლიან ბრძოლაში ჩავერთვებით“ - განაცხადა თალაკვაძემ.