მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა

5f5082f583084
BM.GE
03.09.20 09:42
679

არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.


პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განმეორებითი ტესტირების შედეგად კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც.


პარლამენტის თავმჯდომარე ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.