მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არდისა“ და საფრანგეთის ჯანდაცვის ხარისხის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

60c22391bf1e5
თელარა გელანტია
10.06.21 15:00
730
"არდის“, როგორც გამორჩეულად მაღალი ხარისხის მქონე სადაზღვევო კომპანიასა და საფრანგეთის ჯანდაცვის ხარისხის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან - ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES (www.france-asf.fr) თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, რომელიც უპრეცედენტოა იმითაც, რომ დისტანციურ რეჟიმში თბილისსა და პარიზში სრულად ციფრულად მოეწერა ხელი, ასევე მის ფარგლებში პირველად, ქართული სადაზღვევო კომპანია, გარდა მისი საკუთარი სახელშეკრულებო დათქმებისა, პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებთან თუ ოჯახის ექიმების ქსელთან, უკვე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მინიჭებულ ხარისხის აკრედიტაციას მიანიჭებს უპირატესობას ჯანდაცვის სფეროში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა შერჩევისას.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, „არდის“ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების მომსახურე ყველა ოჯახის ექიმი გაწევრიანდება “აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე” უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტის პლატფორმაზე ASFCMEC (“ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES” CONTINUES MEDICAL EDUCATIONAL COMMITTEE) და ყოველწლიურად დააგროვებს უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის საჭირო სავალდებულო CME (CONTINUES MEDICAL EDUCATIONAL) საათებს.

„განსაკუთრებით მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვა, რაც ჩვენი დაზღვეული კონტიგენტის ჯანმრთელობის საუკეთესო მაჩვენებლების ქვაკუთხედია, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ უწყვეტი სამედიცინო განათლების ფერხულში ჩართული ოჯახის ექიმების გარეშე. ჩვენი საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა გამოწვევამ ჯანდაცვის სფეროში, Covid19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ დიდია როლი გამოცდილი, პრაქტიკოსი, ჰუმანური და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირველადი ჯანდაცვის რგოლის - ოჯახის ექიმების. „არდის“, როგორც განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სამედიცინო დაზღვევის სერვისების მიმწოდებელ ქართულ სადაზღვევო კომპანიას, აქვს ჯანსაღი ამბიცია იმისა, რომ ჩვენს სახელთან და ბრენდთან აფილირებული ექიმი თუ პრივილეგირებული პარტნიორი სამედიცინო დაწესებულება, იყოს აკრედიტირებული საერთაშორისო ხარისხის ორგანიზაციის მიერ“, - აცხადებს ეკა ერგემლიძე, „არდის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორი.

“ჩემთვის, როგორც ამ კომპანიის ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო ფაქტი, რომ ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სურვილი პირველად საქართველოდან, სწორედ კერძო სადაზღვევო კომპანია არდიმ გამოთქვა. ეს ცხადია მიუთითებს ამ კომპანიის მოწინავე პოზიციაზე და სწორ ხედვაზე, ჯანდაცვის ხარისხის ამაღლების მიმართულებით, რასაც ემსახურება სწორედ ეს უპრეცედენტო მემორანდუმი. არდის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, ვფიქრობთ, რომ სამაგალითო იქნება სხვა სადაზღვევო კომპანიებისთვის, თუ კერძო კლინიკების ხარისხის მართვის მენეჯერებისთვის. ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება არაერთ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემების შენებაში“, - აცხადებს პროფესორი PhD გიორგი ფხაკაძე, ორგანიზაცია ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES-ის პრეზიდენტი.

„არდისა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, არდის პრივილეგირებული პარტნიორი სამედიცინო პროვაიდერები, ხარისხის აკრედიტაციას გაივლიან სრულიად უფასოდ და დადებითი შეფასების შემთხვევაში მიიღებენ შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს.