მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არმატურის მწარმოებელ Ambicon Steels-ს შემოსავლები გაეზარდა - ფინანსური ანგარიშგება

6257d0870deac
ნინო ტაბატაძე
14.04.22 23:00
830
მეტალურგიული საწარმო Ambicon Steels წარმოების გაზრდას გეგმავს. კომპანია სამომავლო გეგმაზე წლიურ ანგარიშში წერს.

„კომპანია მომავალში გეგმავს წარმოების გაზრდას, თავისი პროდუქციის წარმადობის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის შემოსავლებს, ასევე გააუმჯობესებს სოციალურ ფონს ქვეყანაში“, - წერს Ambicon Steels-ის დირექტორი ანკიტ სინგჰანია მმართველობით ანგარიშში.

ცნობისთვის, საწარმო ქუთაისში, Euroasian Steels-ის აქტივების ბაზაზე ინდური ინვესტიციით გაიხსნა და არმატურას აწარმოებს.

კომპანიამ გასული ფინანსური წლის განმავლობაში ( 01/04/2020 - 31/03/2021) შემოსავლების 79.9%-ით გაზრდა შეძლო. საანგარიშო პერიოდში ამონაგები 26 მლნ ლარი იყო, 11.7 მლნ-ით მეტი წლიურ ჭრილში. საოპერაციო მოგება 10.7 ათასი ლარი შეადგენდა. წმინდა ზარალს კი, 121.4 ათასი ლარი შეადგენდა.

Ambicon Steels-ის 100%-იანი წილის მფლობელი ინდური Ambicon Ventures Private-ია.

კომპანია Euroasian Steels-ის ქონება 2018 წელს შეიძინა და ქარხნის ხელახლად ასამუშავებლად 2018-2019 წლებში საწარმოში დამატებით 4 მლნ. ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.