აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საგანგებო სხდომის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რის საფუძველზეც სამიზნე განაკვეთი 0-0.25%-ით განისაზღვრა.
არსებული 1.25%-იანი განაკვეთიდან (რომელიც 3 მარტის ასევე საგანგებო სხდომაზე გამოცხადდა) ეს 100-პუნქტიანი შემცირებაა. მიმდინარე განაკვეთი ყველაზე დაბალია 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ.
FED-მა ასევე გამოაცხადა 700 მლრდ დოლარიანი შესყიდვების პროგრამის დაწყების შესახებ, რის ფარგლებშიც მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე მის საკუთრებაში არსებულ სახაზინო ობლიგაციების პორტფელს მინიმუმ - 500 მლრდ დოლარით, იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების პორტფელს კი მინიმუმ - 200 მლრდ დოლარით გაზრდის. კომიტეტის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უნდა დაეხმაროს აშშ-ის ეკონომიკას სამიზნე 2%-იანი ინფლაციის მიღწევაში.
FED-ი ასევე აცხადებს თანამშრომლობის შესახებ წამყვან ცენტრალურ ბანკებთან (ინგლისის, იაპონიის, შვეიცარიის, კანადისა და ევროპის ცენტრალური ბანკები), რის ფარგლებშიც გაიზრდება და გაიაფდება წვდომა დოლარის რესურსზე ბაზრის მონაწილეთათვის.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა გავრცელება აშშ-შიც დაიწყო, FED-მა 3 მარტის საგანგებო სხდომაზე უკვე შეამცირა განაკვეთი 1.00-1.25%-მდე. მომდევნო სხდომა კი, ოთხშაბათს, 18 მარტს არის დაგეგმილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?