მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის რამდენიმე შტატში მაღაზიების ნაწილი იხურება – ახალი შეზღუდვები

5fafa5fedf211
თამთა ჯიჯავაძე
14.11.20 13:38
835
აშშ-ის ორ შტატში – ორეგონსა და ნიუ-მექსიკოში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. მიზეზი, რა თქმა უნდა კორონავირუსის გავრცელებაა.

როგორც BBC წერს, აღნიშნულ ორ შტატში მთავრობამ ყველა მეორეხარისხოვანი პროდუქციის მაღაზიების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე მოსახლეობას მოუწოდებენ შეამცირონ სოციალური კავშირები პირისპირ.

ცნობისთვის, გუშინ, პარასკევს, კალიფორნია გახდა რიგით მეორე ყველაზე მეტად დაზარალებული შტატი, სადაც კოვიდ-შემთხვევების რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია, პირველ ადგილს ამ კუთხით ტეხასი იკავებს. გარდა ამისა, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის შუა დასავლეთი შტატები ეპიდემიის ეპიცენტრი გახდა, მათ შორის აიოვა, მინესოტა, მიჩიგანი და ილინოისი.

აშშ-ში საშუალოდ დღეში ვირუსს 900-ზე მეტი ადამიანი ეწირება. დღიური ინფიცირების მაჩვენებელმა კი 100 000-ს გადააჭარბა. ჯამში ამერიკაში 10.7 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და 244 00-ზე მეტი გარდაცვლილია.

ცნობისთვის, აშშ-ში ნოემბრის ბოლოდან ვაქცინის გამოჩენას ელოდებიან. როგორც მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, მოწყვლადი ჯგუფების ვაქცინაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.

პარალელურად კი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანას „ლოქდაუნში არ ჩააგდებს“.