მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საპენსიო ფონდები აცხადებენ, რომ 2028 წლისთვის თანხები ამოეწურებათ

5ed540eb283fb
თამთა ჯიჯავაძე
02.06.20 00:10
3440
შვიდი ამერიკული საპენსიო ფონდის სუსტი ფინანსური მდგომარეობა ქმნის საფრთხეს, რომ 2028 წლისთვის მათი აქტივები ამოიწურება, რაც ათასობით ამერიკელ დასაქმებულსა და უკვე პენსიაში გასულებს რისკების წინაშე აყენებს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

ბევრ ამერიკულ საჯარო საპენსიო ფონდს ჯერ კიდევ არ აღუდგენია ძალები 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. ახლა კი კორონავირუსის გამო შეიქმნა პრობლემები. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამერიკის საპენსიო სისტემას გრძელვადიანი სტრუქტურული პრობლემების საფრთხე ექმნება.

"საჯარო ფონდები, რომლებსაც 2020 წელს დაფინანსების დაბალი მაჩვენებელი ექნებათ, აქტივების ამოწურვის რისკის წინაშე დადგებიან, თუ ბაზარი სწრაფად არ აღდგება“, – განაცხადა ბოსტონის კოლეჯის მკვლევარმა ჟან-პიერ ობრიმ, რომელმაც ამერიკის საჯარო საპენსიო სისტემა დეტალურად შეისწავლა.

რისკის წინაშეა მაგალითად ნიუ-ჯერსის მასწავლებლების და ჩიკაგოს მუნიციპალური საპენსიო ფონდები, რომელთაც 320 000-ზე მეტი წევრი ჰყავთ. ამერიკის საფონდო ბირჟებზე აღდგენის ნელი პროცესის გამო, მათი პოზიცია ეცემა.