09.აგვისტო .2022 11:15

აშშ-ის სასამართლომ, შესაძლოა, UnitedHealth-ისა და Change-ის $13-მილიარდიანი გარიგება ჩაშალოს

აშშ-ის სასამართლომ, შესაძლოა, UnitedHealth-ისა და Change-ის $13-მილიარდიანი გარიგება ჩაშალოს
views 1623
უკან

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კომპანია UnitedHealth-ს სასამართლოში უჩივის. ბრალდების მხარის მტკიცებით, $13-მილიარდიანი გარიგება, რომელიც UnitedHealth-ის მიერ Change Healthcare-ის 100%-იანი წილის შეძენას მოიაზრებს, წინააღმდეგობაშია ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან და ხელს უწყობს ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას.

საქმე ის არის, რომ UnitedHealth მსოფლიოში რიგით მერვე ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 500 მილიარდ დოლარს აღწევს და ის, უმეტესწილად, სამედიცინო და სადაზღვევო სექტორებშია წარმოდგენილი. წლების განმავლობაში UnitedHealth-ის მასშტაბები არნახული ტემპით იზრდებოდა, რაც Change-ის მსგავსი, ინოვაციური კომპანიების შესყიდვითა და შერწყმით იყო განპირობებული.

იუსტიციის დეპარტამენტის მტკიცებით, Change Healthcare-ს უზარმაზარი მოცულობის პერსონალურ მონაცემებთან აქვს წვდომა, UnitedHealth-ი კი აღნიშნული მონაცემებისა და ინფორმაციის აქტიურად გამოყენებას გეგმავს, როგორც სადაზღვევო, ასევე სამედიცინო სექტორებში. სარჩელის თანახმად, გარიგების წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს ბაზარზე კონცენტრაციისა და UnitedHealth-ის გავლენის ზრდას.

სასამართლო პროცესი დაწყებულია და ის, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გარიგება ჩაიშლება და UnitedHealth-ს კიდევ ერთი კომპანიის შეძენის საშუალება არ მიეცემა.

გასათვალისწინებელია, რომ გასულ წელს იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნით ჩაიშალა სადაზღვევო სექტორში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გარიგება. Aon-ისა და Willis Towers Watson-ის $30-მილიარდიანი შერწყმით Aon-ი მსოფლიოს უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია უნდა გამხდარიყო, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა, რადგან სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარიგება მნიშვნელოვნად დააზარალებდა კონკურენტულ გარემოს და ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევდა.

სასამართლო პროცესის დაწყების სიახლე ინვესტორებმა არაერთგვაროვნად მიიღეს. ერთკვირიან ჭრილში UnitedHealth-ის აქციების ღირებულება 0.18%-ითაა შემცირებული; ხოლო ერთწლიან ჭრილში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 30%-იანი ზრდა ფიქსირდება.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა