მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი - იმედია, ევროპიდან და აზიიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფები არ ამოქმედდება

5dbfca1479051
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 22:15
998
აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ სადამსჯელო ტარიფები ევროპიდან და აზიიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე არ ამოქმედდება. როგორც უილბურ როსმა  Bloomberg TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, ცალკეულ კომპანიებთან მათი საინვესტიციო გეგმების შესახებ დისკუსია და მთავრობებთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს. ის იმედოვნებს, რომ ტარიფების თავიდან ასაცილებლად საკმარისი პროგრესი იქნება მიღწეული.

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ევროპასა და იაპონიას იმპორტირებულ ავტომობილებზე სადამსჯელო ტარიფების დაწესებით დიდი ხანია ემუქრება. როგორც ევროპაში აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ გადასახადი დაწესდება, ეს იქნება ევროკავშირთან სავაჭრო კონფლიქტის მნიშვნელოვანი ესკალაცია. ამას გარდა, ამ ნაბიჯით განსაკუთრებით მძიმე დარტყმა გერმანიის ავტოინდუსტრიას მიადგება.

 


აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონმა ტარიფების დაწესება მაისში 6 თვით გადადო. საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ნოემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.



ექსპერტების შეფასებით, თეთრ სახლს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, სავაჭრო სფეროში ვითარების დამატებითი ესკალაცია არ აწყობს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ევროპასა და იაპონიასთან ავტომობილების იმპორტზე ტარიფები არ დაწესდება.