მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრებს დროებით აჩერებს

607598be54a40
ნათია თაქთაქიშვილი
13.04.21 17:55
883
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინით აცრებს დროებით აჩერებს. მიზეზი თრომბის შესაძლო განვითარების გამო გამოჩენილი განსაკუთრებული სიფრთხილეა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ექვს აცრილ ქალბატონს იმუნიზაციიდან ორი კვირის განმავლობაში, იშვიათი თრომბი განუვითარდა.

აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მრჩეველთა კომიტეტი შეხვედრას ოთხშაბათს გეგმავს.

„ამჟამად ეს თანამდევი მოვლენა ძალიან იშვიათია, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობა და ვაქცინის უსაფრთხოება ყველაზე დიდი პრიორიტეტია, ამიტომ დიდი სიფრთხილით ვუდგებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ნებისმიერ ვაქცინას“, - განაცხადა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტომ.