მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა 14 შტატში საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქება შეწყვიტა

5efafa8b59d7c
ნათია თაქთაქიშვილი
30.06.20 13:49
856
აშშ-ის 14 შტატში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება შეჩერდა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ადგილობრივმა მთავრობებმა შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს.

კარანტინისა და შეზღუდვების მოხსნის შეჩერების შესახებ განაცხადეს არიზონას, არკანზასის, კალიფორნიის, დელავერის, ფლორიდის, აიდაჰოს, ლუიზიანას, ჩრდილოეთ კაროლინას, ნიუ ჯერსის, ნევადის, ნიუ მექსიკოს, ტეხასისა და ვაშინგტონის გუბერნატორებმა.

შტატების ნაწილში შეზღუდვების ნაწილი ხელახლა დააწესეს. მაგალითად, არიზონაში სულ მცირე 30 დღით დაიხურება ბარები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცმემების მიხედვით, ბოლო 24 საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 338 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კორონავირუსით ინფიცირების 41,586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19 სულ 2,590,582 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 126,141 ინფიცირებული.

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.