18.მაისი .2021 00:40

აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ათასობით ყალბი AirPods-ი ამოიღო

აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ათასობით ყალბი AirPods-ი ამოიღო
views 337
უკან

აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურმა 36,000 ყალბი AirPods-ი ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ყალბი AirPods-ი აშშ-ში სამ პარტიად ჩინეთიდან ჩაიტანეს და მათი სავარაუდო ღირებულება 5,280 აშშ დოლარია, ხოლო ორიგინალის შემთხვევაში 7.16 მილიონი აშშ დოლარს გაუტოლდებოდა.

აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყალბი პროდუქციის გარჩევა ერთი შეხედვით თითქმის შეუძლებელია და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი დაბალი ფასია.

„ლეგიტიმური ბიზნესის დაცვა არის ყველაზე სწორი არჩევანი, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს მომხმარებლის უფლებების დაცვასაც. ამიტომ აუცილებელია უხარისხო ყალბი პროდუქციის დროული აღკვეთა“, - აღნიშნულია განცხადებაში.