მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს საელჩო საქართველოში COVID-19-თან საბრძოლველად საგრანტო კონკურსს აცხადებს

5e72222b668da
BM.GE
18.03.20 17:25
1773
აშშ-ს საელჩო საქართველოში COVID-19-თან საბრძოლველად საგრანტო კონკურსს აცხადებს. როგორც საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების ძალისხმევას COVID-19-თან ბრძოლაში და USAID/Georgia-ს მეშვეობით ვაცხადებთ სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას სახელწოდებით ACT NOW.

პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც:

მუშაობენ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემცირებაზე;
აუცილებელ დახმარებას უწევენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ თემებს;
ხელს უწყობენ სექტორთშორის თანამშრომლობას ქვეყნის საპასუხო ძალისხმევის განსამტკიცებლად;
მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებენ COVID-19-ის კრიზისის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების საპასუხოდ.

გრანტების რაოდენობა $500-დან $5,000 დოლარამდეა და გაიწერება 3-დან 7 დღის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/ACTNOWUSAID