მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს უკრაინაში ახალი ელჩი ეყოლება - ბლინკენი

626651ca187e9
მარიამ ვარადაშვილი
25.04.22 11:52
1988

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში დაბრუნდებიან.

მისივე თქმით, უკრაინაში აშშ-ს ახალი ელჩი ეყოლება. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიჯიტ ბრინკს უკრაინაში აშშ-ის ელჩად წარადგენს, რომელიც ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გუშინ კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნის საკითხი საქართველოშიც განიხილებოდა. კერძოდ, Foreign policy-მ გამოაქვეყნა წყაროზე დაყრდნობით მომზადებული სტატია, სადაც ეწერა, რომ, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობა ბლოკავს აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას, რადგან მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევს. ეს ინფორმაცია მაშინ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა უარყვეს.