მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი 21 სექტემბერს თეთრ სახლში შეხვდებიან

დსდდ

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი 21 სექტემბერს თეთრ სახლში შეხვდებიან. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

შეხვედრა ნიუ იორკში დაგეგმილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეიდან ჯო ბაიდენის ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ შედგება.

"პრეზიდენტი ბაიდენი შემდეგ დაბრუნდება ვაშინგტონში, რათა ხუთშაბათს თეთრ სახლში უმასპინძლებს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. ეს იქნება მათი მესამე შეხვედრა თეთრ სახლში. შეხვედრა შედგება უკიდურესად მნიშვნელოვან დროს, როდესაც რუსეთი სასოწარკვეთილი ეძებს დახმარებას ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქვეყნებისგან უკრაინაში თავისი სასტიკი ომისთვის, უკრაინის ძალების კონტრშეტევა კი, პროგრესს განაგრძობს.

პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის, რომ მოისმინოს პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დაადასტუროს მსოფლიოსთვის, შეერთებული შტატებისთვის და ამერიკელი ხალხისთვის მისი ვალდებულება განაგრძოს მსოფლიოს ხელმძღვანელობა უკრაინის მხარდაჭერაში“, – განაცხადა სალივანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები