29.დეკემბერი .2021 11:24

აშშ-სა და საფრანგეთში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-სა და საფრანგეთში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
views 451
უკან

Covid 19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-სა და საფრანგეთში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, მიზეზი კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტის ფართოდ გავრცელებაა.

BBC-ის ინფორმაციით, რომელიც აშშ-ის დაავადებათა და პრევენციის ცენტრის მონაცემებს ეყრდნობა, კვირის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების 440 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხა. ამავდროულად, თითქმის მსგავსი სიტუაციაა საფრანგეთშიც - ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ერთ დღეში 179,807 შემთხვევა დადასტურდა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის ოლივიე ვერანის პროგნოზით, ”ყველაფერი იმას მოწმობს, რომ საფრანგეთში იანვარში შესაძლოა, დღეში ინფიცირების 250,000-მდე შემთხვევა დაფიქსირდეს".

ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებლებს ითვლიან იტალიაში, საბერძნეთში, პორტუგალიასა და ინგლისში. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად აცხადებს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის მასშტაბური გავრცელების რისკი დღითიდღე მატულობს.

ბოლო მონაცემებით, ევროპაში კორონავირუსის ყველა შტამით ინფიცირების რიცხვი 57%-ით გაიზარდა, ხოლო ამერიკის რეგიონში - 30%-ით. შეგახსენებთ, რომ კვლევების მიხედვით, დელტა ვარიანტთან შედარებით, "ომიკრონი" უფრო მსუბუქია: იმის რისკი, რომ დაინფიცირებული პაციენტი საავადმყოფოში არ მოხვდეს, 30%-დან 70%-მდე მერყეობს, თუმცა ახალი შტამის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ სწრაფად გავრცელების გამო, გლობალურად ჯანდაცვის სისტემებს და საავადმყოფოებს შესაძლოა, ხარვეზები შეექმნას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა