მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს - WHO გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

5e276001d8ad1
BM.GE
22.01.20 00:30
1308
აშშ-ში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დააფიქსირეს. „ბიბისის“ ცნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ ვირუსი დაუდასტურდა ჩინეთიდან სიეტლში ჩასულ მგზავრს.

შეგახსენებთ, ახალი ვირუსის 300-მდე შემთხვევა ჩინეთის ტერიტორიაზე უკვე გამოვლინდა. დაავადებას 6 ადამიანი შეეწირა. ვირუსი ძირითადად ჩინეთის ქალაქ უხანში ფიქსირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის კიდევ უფრო გავრცელებაა მოსალოდნელი, უფრო მეტიც, იგი შესაძლოა, მომდევნო დღეებში სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს.

ახალი სახის ვირუსი, რომელიც პნევმონიას იწვევს, ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რაიმე სახის სამოგზაურო შეზღუდვები ჯერ არ დაუწესებია. თუმცა, ჩრდილოეთ კორეამ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი ჩაკეტა, ხოლო რუსეთმა აეროპორტებში მგზავრების შემოწმება დაიწყო.