მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს TOP-11-მა ექსპორტიორმა ქვეყანამ 2022 წელს $12,8 ტრილიონის საქონელი გამოიტანა - WTO

ექსპორტი

2022 წელს გლობალური საქონლის მთლიანმა საექსპორტო ღირებულებამ თითქმის 25 ტრილიონ დოლარს მიაღწია. საერთაშორისო ვაჭრობის ევოლუციით, გლობალიზაციის შედეგებით და ტექნოლოგიების პროგრესით, გლობალური ვაჭრობა ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით 300%-ით გაიზარდა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესმა 11-მა ექსპორტიორმა 2022 წელს 12,8 ტრილიონი დოლარის საქონელი გაყიდა, რაც მსოფლიოს სხვა დანარჩენი ქვეყნების ჯამურ ექსპორტს აღემატება (12,1 ტრილიონი დოლარი).

უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში ჩინეთი ლიდერობს, 3,6 ტრილიონი დოლარით ანუ მთლიანი ექსპორტის 14%-ით. 2009 წლიდან ქვეყანა მსოფლიოში საქონლის უდიდესი ექსპორტიორია.

  • ჩინეთი - $3,6 ტრილიონი
  • აშშ - $2,1 ტრილიონი
  • გერმანია - $1,7 ტრილიონი
  • ნიდერლანდები - $965,5 მილიარდი
  • იაპონია - $746,9 მილიარდი
  • სამხრეთ კორეა - $683,6 მილიარდი
  • იტალია - $656,9 მილიარდი
  • ბელგია - $632,9 მილიარდი
  • საფრანგეთი - $617,8 მილიარდი
  • ჰონკონგი - $609,9 მილიარდი
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - $598,5 მილიარდი

2022 წელს ჩინეთიდან ექსპორტზე შემდეგი დასახელების საქონელი გავიდა: ტელეფონები(მათ შორის სმარტფონები), კომპიუტერები, ოპტიკური წამკითხველები, ინტეგრირებული სქემები, მზის ენერგიის დიოდები და სხვა. ჩინეთის ორი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი მეზობელი ქვეყნები - იაპონია და სამხრეთ კორეა იყვნენ.

ამასთან, ჩინეთმა მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს ორ უმსხვილეს ბაზართან - ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან აქვს დამყარებული. თუმცა ბოლოდროინდელმა სავაჭრო დაძაბულობამ გამოიწვია ის, რომ ჩინეთმა 2023 წელს შეერთებული შტატების უდიდესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი დაკარგა და ეს ქვეყანა მექსიკამ ჩაანაცვლა. ახლა, ბაზარზე აშშ-ს უმსხვილეს პარტნიორად მექსიკა ითვლება.

თავად აშშ მსოფლიოში მეორე უდიდესი საქონლის ექსპორტიორია. შეერთებული შტატების ძირითადი საექსპორტო პროდუქტი - ნავთობი, ნავთობგაზი, მანქანები და ინტეგრირებული სქემებია.

რეგიონალური პერსპექტივით, აზია სავაჭრო ბაზარზე მთლიანი ექსპორტის 36%-ით დომინირებს, მას ევროპა 34%-ით მოჰყვება.

Standard Chartered-ის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პოსტ-COVID-ის ეპოქაში ბევრმა ქვეყანამ ურთიერთდამოკიდებულება და ინტეგრაცია შეამცირა, გლობალური ექსპორტი  2020-იდან 2030 წლამდე კვლავ 70%-ით გაიზრდება და 2023 წლისთვის  $29,7 ტრილიონს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები