აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა. BBC-ის ცნობით ამერიკელი დიპლომატი ჩინეთში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება და ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი ვიზიტია ჩინეთში.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება წარმოადგენს, რომელიც ბოლო პერიოდში დაძაბულია.
ენტონი ბლინკენი პეკინში ვიზიტს ხუთი თვის წინაც გეგმავდა, თუმცა მაშინ შეერთებული შტატების სივრცეში ჩინური საჰაერო ბურთების შესვლამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაამწვავა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ახლა მაღალ დონეზე საკომუნიკაციო ხაზების აღდგენაა.
ენტონი ბლინკენი შეხვდება ჩინელ კოლეგას და სხვა მაღალჩინოსნებს.
ენტონი ბლინკენის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია Associated Press-მა რამდენიმე დღის წინ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.