აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. მხოლოდ დღეს დაინფიცირების 14,881 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლით შეერთებული შტატები ჩინეთის და იტალიის შედეგებს უსწრებს და მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
რაც შეეხება დაღუპულებს, აშშ-ში 1,542 დაინფიცირებული დაიღუპა, მათგან 247 დღეს.
დაინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა იტალია 86 498-ით, თუმცა, მსხვერპლთა რაოდენობით ეს ქვეყანა კვლავ პირველ ადგილს იკავებს. იტალიაში მხოლოდ დღეს 919 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი კორონავირუსს 9 134 ადამიანი ემსხვრპლა.
რაც შეეხება სხვა ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს:
ჩინეთი - დაინფიცირების 81,340 შემთხვევა და გარდაცვალების 3,292 შემთხვევა;
ესპანეთი - დაინფიცირების 64,059 შემთხვევა და გარდაცვალების 4,934 შემთხვევა;
გერმანია - დაინფიცირების 50,178 შემთხვევა და გარდაცვალების 338 შემთხვევა;
საფრანგეთი -დაინფიცირების 32,964 შემთხვევა და გარდაცვალების 1,995 შემთხვევა;
ირანი - დაინფიცირების 32,332 შემთხვევა და გარდაცვალების 2,378 შემთხვევა.