მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ექსპორტი 143.2%-ით გაიზარდა: რას ყიდის/ყიდულობს საქართველო ამერიკაში?

61fd3a6e91644
თელარა გელანტია
05.02.22 17:10
4025
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს მე-5 პოზიცია უკავია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 820 მლნ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.

2021 წელს საქართველომ აშშ-ში ექსპორტზე 194,6 მლნ დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 143.2%-ით აღემატება. 2020 წელს აშშ-ში ექსპორტი $80 მილიონი იყო.

Bm.ge-მ საქსტატიდან იმ TOP-10 საქონლის სია გამოითხოვა, რომელიც აშშ-ში ექსპორტზე გადის. აღსანიშნია, რომ თითქმის 200 მლნ დოლარის მოცულობის ექსპორტში 172.3 მლნ დოლარი ფეროშენადნობებზე მოდის.

TOP-10 პროდუქტი, რომლებიც საქართველომ 2021 წელს აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა:

1. ფეროშენადნობები ($172,3 მლნ)
2. ყურძნის ნატურალური ღვინოები ($4,9 მლნ)
3. მინერალური და მტკნარი წყლები ($2,4 მლნ)
4. საფრენი აპარატების ნაწილები ($2,1 მლნ)
5. ხილისა და ბოსტნეულის წვენები ($1,9 მლნ)
6. მსუბუქი ავტომობილები ($1,3 მლნ)
7. ნაყოფი და კაკალი შაქრის დამატებით ან მის გარეშე ($1,2 მლნ)
8. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან ($1,2 მლნ)
9. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები ($1.1 მლნ)
10. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები ($0,9 მლნ).

რაც შეეხება იმპორტს, შარშან აშშ-ში საქართველოდან 625,3 მლნ დოლარი გავიდა. 2020 წელს იმპორტი 555,9 მლნ დოლარი იყო, ანუ ზრდა 12.5%-ია.

TOP-10 პროდუქტი, რომლებიც საქართველომ 2021 წელს აშშ-ში იყიდა:

1. მსუბუქი ავტომობილები ($538,8 მლნ)
2. სისხლი ადამიანისა; სისხლი ცხოველებისა სამედიცინო მიზნებისათვის; იმუნური შრატები ($11,5 მლნ);
3. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული ($5 მლნ)
4. ხორბალი და მესლინი ($4,6 მლნ)
5. ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა ($3,6 მლნ)
6. მანქანები ელექტრული და აპარატურა, რომელთაც გააჩნიათ ინდივიდუალური ფუნქციები ($3,5 მლნ)
7. თხილი და სხვა კაკალი ($3,4 მლნ)
8. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ($3,3 მლნ)
9. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული ($2,9 მლნ)
10. სატვირთო ავტომობილები ($2,6 მლნ).