მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $14.1 მილიარდია - TOP-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა

ვაჭრობა

2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით 14 155 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აქედან 7 თვეში ექსპორტი 3 მილიარდ 845 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 10 მილიარდ 310 დოლარი, ამ შემთხვევაში წლიური ზრდა 10.8%-ია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ივლისში გაიზარდა და 6 მილიარდ 465 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7%-ია.

7 თვის სტატისტიკის მიხედვით, 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა. აქედან კლება მხოლოდ თურქეთის, გერმანიისა და სომხეთის შემთხვევაში გვაქვს.

TOP-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის რეიტინგი:

  1. თურქეთი - $1.7 მლრდ, კლება - 3.1%;
  2. აშშ - $1.6 მლრდ, ზრდა - 33.3%;
  3. რუსეთი - $1.5 მლრდ. ზრდა - 5%;
  4. ჩინეთი - $1.2 მლრდ, ზრდა - 17.9%;
  5. ყირგიზეთი - $818 მლნ, ზრდა - 38.5%;
  6. აზერბაიჯანი - $732 მლნ, ზრდა - 0.9%;
  7. გერმანია - $720 მლნ, კლება - 3.3%;
  8. ყაზახეთი - $544 მლნ, ზრდა - 13%;
  9. გაერთიანებული სამეფო - $457 მლნ, ზრდა - 383.8%;
  10. სომხეთი - $407.9 მლნ, კლება - 11.8%;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები